среда, 23 декабря 2009 г.

ოქრომჭედლობა ანტიკური პერიოდის ვანში

პროექტის მოკლე აღწერა პრიექტის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ ანტიკური პერიოდის იმ ძვირფას ნივთებს რომლებიც კოლხი ოქრომჭედლების ხელითაა შექმნილი და დღესაც თავისი სილამაზით მსოფლიოს აოცებს.

პროექტის სრული აღწერა მოსწავლეები გაეცნობიან ვანის გეოგრაფიულ მდებარეობას. განიხილავენ რა კავშირები ჰქონდა ანტიკური პერიოდის ქალაქს ბერძნულ-რომაულ სამყაროსთან. მოიძიებენ მასალებს ისტ-ის გამოყენებით. წიგნებისა და პრესის საშუალებით მოახდენენ კვლევა ძიებას იმ ოქროს ნივთების შესახებ, რომლებიც აღმოჩენილ იქნა ვანში არქეოლოგიური გათხრების შედეგად. გაეცნობიან იმ რთულ ტექნოლოგიას, რითიც შესრულებულია ეს ოქროს ნივთები. მოპოვებული ფოტო მასალით მოეწყობა გამოფენა.

მონაწილეთა ასაკი 15-16 წელი.

კლასი მე-11


ვადები 1 თვე.
როექტის შესაძლო აქტივობები
ინტერნეტის საშუალებით მასალების მოძიება, ფოტო მასალების შეგროვება, დისკუსია პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები კვლევის უნარი. შეძლებენ ი.ს.ტ. საშუალებით ინფორმაციის მოძიებას.ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას.

სასარგებლო სხვებისათვის გააცნონ თანატოლებს, პედაგოგებს, მშობლებს ვანში აღმოჩენილი ოქროს ექსპონატები და მოუთხრონ მათ შესახებ.

სამუშაო ენა ქართული.


საგნებთან ეროვნულ გეგმასთან კავშირი გეოგრაფია:გაეცნობიან ვანის გეოგრაფიულ მდებარეობას.ისტორია: მოძიებული მასალით უფრო ახლოს გაეცნობიან ქვეყნის კულტურულ წარსულს.
















Комментариев нет:

Отправить комментарий